воскресенье, 10 ноября 2013 г.

მეცხრე შეხვედრა-ტრენინგის გვირგვინი :) !

ტრენინგის დასაწყისში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტების  ფოლდერები, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენს მიერ შექმნილი მასალები და დავიწყეთ  შემაჯამებელი პრეზენტაციები !








ხათუნა  ყურადღებით  ადევნებდა თვალს ჩვენ გამოსვლებს , კორექტულად მიგვითითებდა პრეზენტაციებში არსებულ  ,,თეთრ ლაქებზე" , გვიზიარებდა თავის გამოცდილებას და საჭირო რესურსებს

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ქ-ნ მაია მეტრეველის   აქტიური მონაწილეობა  პრეზენტაციების განხილვაში .

 მისი მონაწილეობით გამართული  დისკუსიის შედეგად დაიბადა ახალი , ძალიან საინტერესეო და სახალისო პროექტის იდეა !
ტრენინგი დავასრულეთ თბილად და ტკბილად !!!!
მოხარული ვარ რომ გავიცანი ასეთი  საინტერესო , შემოქმედებითი ენერგიით გამორჩეული ადამიანები !


суббота, 9 ноября 2013 г.

მერვე შეხვედრა

აქტიურად ვმუშაობთ პროექტებზე ! განსაკუთრებით - შეფასების სისტემაზე .
:@ხვალ პრეზენტაცია გველის !!!!



საშინაო დავალება  : გავეცნოთ და გავანალიზოთ მეექვსე მოდულის   პირველ  აქტივობას 

воскресенье, 3 ноября 2013 г.

მეშვიდე შეხვედრა

დილა მშვიდობისა!

დღეს უკვე მეშვიდე შეხვედრა გვაქვს . სულ რაღაც ორი შეხვედრა და INTEL-ის პროგრამის ცოდნის და სერტიფიკატის მფლობელები გავხდებით :)

ტრენინგი დაიწყო რეფლექსიით : განვიხილეთ ჩვენი საშინაო დავალების ნიმუშები  და ავტვირთეთ ბლოგზე .

ტრენინგის შემდეგ ეტაპზე დავუბრუნდით მეხუთე მოდულს , გავაანალიზეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა და შევასრულეთ პრაქტიკული დავალება .ხათუნას გულმა ვერ მოითმინა და დამატებით აგვიხსნა როგორ უნდა ,,ჩავაშენოთ" ჩვენთვის სასურველი პრეზენტაციები და დოკუმენტები ბლოგის გვერდზე :)

საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის მსვლელობის გაწერა .

суббота, 2 ноября 2013 г.

მეექვსე შეხვედრა

დღევანდელი მეცადინეობა დავიწყეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომების განხილვით  . ამ თემაზე INTEL-ში მოთავსებულია მრავალფეროვანი  მასალა და თვითოეულმა მასწავლებელმა ნახა მისთვის საინტერესო და გამოსაყენი ნიმუში .

შემდეგ დეტალურად გავაანალიზეთ   მეოთხე მოდულის აქტივობები : პედაგოგიური პრაქტიკა; მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შევასრულეთ პრაქტიკული დავალება

და განვიხილეთ ჩვენი ნამუშევრები წყვილებში. 

ტრენინგის დასასრულს ჩვენ გავაკეთეთ მეოთხე მოდულის  რეფლექსია
3 რამ რაც დავიმახსოვრე: 
  • როგორ უნდა დავგეგმოთ მოსწავლის ნაშრომი ;
  • როგორ უნდა გავწეროთ პროექტის აღწერილობა; 
  • ჩემი აქტივობები დავგეგმო და გავწერო პორტფოლიოს რუბრიკის მიხედვით 
2 რამ  რაც ვისწავლე 
  • პროექტის მსვლელობის აღწერა
  • მოსწავლეების თვითშეფასების ფორმების შედგენა  
1 რამ რაც მინდა გირჩიოთ
  •  არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ განვიხილავთ  იდეალურ  პროექტებს :) !
 საშინაო დავალებად ხათუნამ გვთხოვა   შეგვექმნა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი .

суббота, 26 октября 2013 г.

მეხუთე შეხვედრა

დღეს დავიწყეთ მესამე მოდულის განხილვა .ხათუნა დაგვპირდა რომ  ძირითადად დავკავდებოდით  პრაქტიკული დავალებების შესრულებით: ვიმუშავებთ ჩვენ ბლოგებში და გავიზიარებდით სხვადასხვა , ჩვენთვის საინტერესო , საგანმანათლებლო საიტების ინოვაციებს. ხათუნამ დაპირება პირნათლად შეასრულა !
დღევანდელი დღის  აქტივობები:
აქტივობა 1:
 ვისწავლეთ ჩენ მიერ შექმნილი დოკუმენტაციის ატვირთვა google doc.-ზე , გაზიარება და ,,მიბმა" ჩვენ ბლოგზე
წარმოგიდგენთ თეორიული წავლების პრაქტიკულ ნაყოფს


აქტივობა 2:
  ტრენინგის ფარგლებში ხათუნამ გადმოგვიგზავნა ძალიან საინტერესო და სასარგებლო საგანმანათლებლო საიტების ლინკები, ჩვენ ვისწავლეთ მათი გაზიარება ჩვენ ბლოგეზე
აქტივობა 3:
  გავაანალიზეთ უკუკავშირების მიცემის რჩევები და მეთოდები. პრაქტიკული დავალებით  ვისწავლეთ ონლაინ კომენტარების გაკეთება დოკუმენტებზე და ბლოგებზე
აქტივობა 4.
 გავეცანით  intel -ის ჯგუფის მიერ  შექმნილ პრეზენტაციას  ,,საავტორო უფლებების ქაოსი" , ვისჯელეთ .
 აქტივობა 5.
მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო საიტები და ვისწავლეთ მათი ინტერნეტ მისამართების შენახვა, განვიხილეთ ის საკომუნიკაციო საშუალებები , რომელიც გვეხმარება ინფორმაციის გაზიარებაში თემაზე მუშაობის პროცესში
აქტივობა 6.
შევასრულეთ პრაქტიკული დავალება :მესამე მოდულის რეფლექსია
 

среда, 23 октября 2013 г.

მეოთხე შეხვედრა

20  ოქტომბერის ტრენინგის დილა  დაიწყო რეფლექსიით :) ხატუნამ გადაამოწმა , რამდენად ყურადღებით ვუსმენდით წინადღეს და რამდენად კარგად შევასრულეთ საშინაო დავალება.

მეოთხე შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იყო სასწავლო პროექტის დაგეგმვა  , მაგრამ ჩვენ უფრო მეტი დრო დავუთმეთ პრაქტიკული დავალებების შესრულებას. ხათუნამ გვაჩვენა მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების არსებული ნიმუშები, გვთხოვა ჩვენი პროექტისთვის შეგვერჩია საჭირო შინაარსის   შეფასების ფორმა და შეგვედგინა კითხვარი. ჩვენი ნამუშევრები შევინახეთ საგანგებოდ შექმნილ ფოლდერში  სახელწოდებით ,, შეფასება".
ტრენინგის შემდეგი აქტივობა მდგომარეობდა  იმაში , რომ  განგვეხილა უკვე შექმნილი თაიმლაინები და გაგვეკეთებინა საკუთარი .
ძალიან საინტერესო და სახალისო დავალებად მივიღეთ კოლეგებისთვის  ჩვენი პროექტის  პრეზენტაციის მომზადება. ტრენინგის ყველა მონაწილეს შეგვიძლია მუშაობა  Power Point-ში , ამიტომ ნამუშევრები გამოვიდა ხარისხიან  და  ორიგინალური , თუმცა პროგრამის ფარგლებში არსებული რესურსები დაგვეხმარა პრეზენტაციისთვის სტილისტურად  სწორი ფორმის  ჩამოყალიბებაში.
პ.ს. :)))))