суббота, 26 октября 2013 г.

მეხუთე შეხვედრა

დღეს დავიწყეთ მესამე მოდულის განხილვა .ხათუნა დაგვპირდა რომ  ძირითადად დავკავდებოდით  პრაქტიკული დავალებების შესრულებით: ვიმუშავებთ ჩვენ ბლოგებში და გავიზიარებდით სხვადასხვა , ჩვენთვის საინტერესო , საგანმანათლებლო საიტების ინოვაციებს. ხათუნამ დაპირება პირნათლად შეასრულა !
დღევანდელი დღის  აქტივობები:
აქტივობა 1:
 ვისწავლეთ ჩენ მიერ შექმნილი დოკუმენტაციის ატვირთვა google doc.-ზე , გაზიარება და ,,მიბმა" ჩვენ ბლოგზე
წარმოგიდგენთ თეორიული წავლების პრაქტიკულ ნაყოფს


აქტივობა 2:
  ტრენინგის ფარგლებში ხათუნამ გადმოგვიგზავნა ძალიან საინტერესო და სასარგებლო საგანმანათლებლო საიტების ლინკები, ჩვენ ვისწავლეთ მათი გაზიარება ჩვენ ბლოგეზე
აქტივობა 3:
  გავაანალიზეთ უკუკავშირების მიცემის რჩევები და მეთოდები. პრაქტიკული დავალებით  ვისწავლეთ ონლაინ კომენტარების გაკეთება დოკუმენტებზე და ბლოგებზე
აქტივობა 4.
 გავეცანით  intel -ის ჯგუფის მიერ  შექმნილ პრეზენტაციას  ,,საავტორო უფლებების ქაოსი" , ვისჯელეთ .
 აქტივობა 5.
მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო საიტები და ვისწავლეთ მათი ინტერნეტ მისამართების შენახვა, განვიხილეთ ის საკომუნიკაციო საშუალებები , რომელიც გვეხმარება ინფორმაციის გაზიარებაში თემაზე მუშაობის პროცესში
აქტივობა 6.
შევასრულეთ პრაქტიკული დავალება :მესამე მოდულის რეფლექსია
 

среда, 23 октября 2013 г.

მეოთხე შეხვედრა

20  ოქტომბერის ტრენინგის დილა  დაიწყო რეფლექსიით :) ხატუნამ გადაამოწმა , რამდენად ყურადღებით ვუსმენდით წინადღეს და რამდენად კარგად შევასრულეთ საშინაო დავალება.

მეოთხე შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იყო სასწავლო პროექტის დაგეგმვა  , მაგრამ ჩვენ უფრო მეტი დრო დავუთმეთ პრაქტიკული დავალებების შესრულებას. ხათუნამ გვაჩვენა მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების არსებული ნიმუშები, გვთხოვა ჩვენი პროექტისთვის შეგვერჩია საჭირო შინაარსის   შეფასების ფორმა და შეგვედგინა კითხვარი. ჩვენი ნამუშევრები შევინახეთ საგანგებოდ შექმნილ ფოლდერში  სახელწოდებით ,, შეფასება".
ტრენინგის შემდეგი აქტივობა მდგომარეობდა  იმაში , რომ  განგვეხილა უკვე შექმნილი თაიმლაინები და გაგვეკეთებინა საკუთარი .
ძალიან საინტერესო და სახალისო დავალებად მივიღეთ კოლეგებისთვის  ჩვენი პროექტის  პრეზენტაციის მომზადება. ტრენინგის ყველა მონაწილეს შეგვიძლია მუშაობა  Power Point-ში , ამიტომ ნამუშევრები გამოვიდა ხარისხიან  და  ორიგინალური , თუმცა პროგრამის ფარგლებში არსებული რესურსები დაგვეხმარა პრეზენტაციისთვის სტილისტურად  სწორი ფორმის  ჩამოყალიბებაში.
პ.ს. :)))))

მესამე შეხვედრა

 ტრენინგის მესამე შეხვედრაზე ჩვენ შევუდექით მეორე მოდულის  პირველი    ოთხი  აქტივობის შესწავლას, გაანალიზებას და ახლადშეძენილი ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით გამტკიცებას !
მეორე მოდულში   განმარტებულია როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროექტი.
ჩვენი პროექტის იდეა უნდა პასუხობდეს   ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს  , ამიტომ  ხატუნამ გადმოგვიგზავნა  ეროვნული გეგმის ციფრული ვერსია და დავალებად მოგვცა მოგვეძია და მოგვენიშნა  პროექტის  მიზნის   აღსაწერად ეროვნულ გეგმაში შესაბამისი  მიმართულებები და ინდიკატორები.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უწევთ სხვადასხვა დისციპლინების გაერთიანება , ამიტომ მასწავლებელმა საკვანძო კითხვების დასმით უნდა აძლევდეს მათ კვლევას სათანადო მიმართულებას. მეორე მოდულის მეორე აქტივობა გვასწავლის,  როგორ გამოვიყენოთ  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები მოსწავლეთა  მობილიზაციისთვის და პროექტში მაქსიმალურად ჩართულობისთვის.თეორიული მასალის გაანალიზების შემდეგ ხათუნამ მოგვცა პრაქტიკული დავალება: შეგვედგინეთ  სხვადასხვა სახის კითხვები და გაგვეკეთებინა  მათი პრეზენტაცია.
მეორე მოდულის მესამე აქტივობა ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეთა და მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ფორმებზე და აუცილებლობაზე. ხატუნამ ხაზი გაუსვა რომ შეფასების სწორი ფორმის მოძებნა საკმაოდ  ძნელია , მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს მოსწავლეთა შესაძლებლობები და პოტენციალი , ამავე დროს უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა და საზოგადოების ინტერესებს  . სწორედ ამიტომ პროექტის დასაწყისში , მსვლელობის დროს და დასასრულისას მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს შეფასების სხვადასხვა ფორმები .  ტერნინგის დასასრულს სწორედ შეფასების შესაძლო  ფორმების შემუშავება  გახდა ჩვენი საშინაო დავალების  თემა .

понедельник, 21 октября 2013 г.

INTEL -ის ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე ჩვენმა მკაცრმა , მაგრამ სამართლიანმა ტრენერმა დაიწყო რეფლექსიით ! ჩვენ გავიხსენეთ განვლილი თეორიული მასალა , შესრულებული აქტივობები და განვიხილეთ ბლოგებზე გამოქვეყნილი მასალები.
საშინაო დავალების განხილვის შემდეგ ხათუნამ გაგვაცნო  პროექტის სწავლების თემაზე პუბლიკაციების  მომზადების მთავარი  პრინციპები და მოგვცა პრაქტიკული დავალება -ჩვენი მომავალი პროექტისთვის გავაკეთეთ  საინფორმაციო ბუკლეტი .
ტრენინგის ძირითადი დრო მაინც დავუთმეთ ჩვენი პროექტის დაგეგმარებას . დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა :)

სასწავლო პროექტები- Intel Teach Program

1 ოქტომბერს , ყველა სერტიფიცირებული მასწავლებლის E-MAIL-ზე  მოვიდა ელექტრონული წერილი ,რომლის ავტორი იყო ბ-ნი კახა ჟღენტი.
ბ-მა კახამ შეგვატყობინა რომ 5 ოქტომბრიდან დაიწყებოდა  კორპორაცია  INTEL-ის  მიერ მომზადებული ტრენინგი ,,  სასწავლო პროექტები- Intel Teach Program" . რომლის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებს უსასყიდლოდ გადაეცემოდა  intel- ის -მულტიმედია პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ მომავალში სკოლაში განახორციელონ მაღალი  ხარისხის პროექტები.  შემოთავაზებულ   პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში  მასწავლებლები  შექმნიან  ეფექტურ სასწავლო რესურსებს, შეიმუშავებენ  განმავითარებელი შეფასების სტრატეგიებს და რუბრიკებს,ითანამშრომლობენ კოლეგებთან ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, აქტიურად ამუშავებენ  თავის ვებ-გვერდზე.
ასეთ საინტერესო  ტრენინგზე  უარი ვერაფრით ვერ ვთქვი და აი დღეს , 12 ოქტომბერს გიზიარებთ  ტრენინგის პირველი დღის შთაბეჭდილებებს :)
ჩვენი ტრენინგის ხელმძღვანელი  არის რუსთაველი და არა მარტო რუსთაველი პედაგოგებისთვის კარგად ნაცნობი  ხათუნა ციხელაშვილი
რუსთავის #20 საჯარო სკოლას წარმოვადგენდით :
გალინა აბულაძე 

ეკატერინე მამუკელაშვილი


და ნინო ბიძინაშვილი
დანარჩენი 9 პედაგოგი ( სულ ჯგუფი შედგება 12 მასწავლებლისგან) მუშაობს რუსთავის #2 საჯარო სკოლაში 
ტრენინგის დასაწყისში, იმის შემდეგ რაც ჩვენ გავეცანით ერთმანეთს ,  ხათუნამ გვაჩვენა  სამოტივაციო ვიდეო , რომელიც ასახავდა ინტელის პროგრამის ნათელ და დიად მომავალს :) შემდეგ ჩვენ დავიწყეთ პროექტებით სწავლების მიზნების , ამოცანების და აქტივობების დეტალური განხილვა .
 ტრენინგის პირველი დღის განმავლობაში ყურადღებით გავაანალიზეთ ამ პროგრამის სამი მოდული . ახლადშესწავლილი მასალის გასამტკიცებლად შევასრულეთ რამდენიმე პრაქტიკული სავარჯიშო და გავეცანით ინტელის არქივში უკვე არსებულ ,  ძალიან საინტერესო პროექტებს .

 4 საათმა შეუმჩნევლად გაირბინა !  ტრენინგის დასასრულს ხათუნამ მოგვცა საშინაო დავალებები , რომელთა შორის პირველი იყო ამ წერილის გამოქვეყნება :) 
ველი კომენტარებს ხათუნასგან და ჩემი კოლეგებისგან !