среда, 23 октября 2013 г.

მესამე შეხვედრა

 ტრენინგის მესამე შეხვედრაზე ჩვენ შევუდექით მეორე მოდულის  პირველი    ოთხი  აქტივობის შესწავლას, გაანალიზებას და ახლადშეძენილი ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით გამტკიცებას !
მეორე მოდულში   განმარტებულია როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროექტი.
ჩვენი პროექტის იდეა უნდა პასუხობდეს   ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს  , ამიტომ  ხატუნამ გადმოგვიგზავნა  ეროვნული გეგმის ციფრული ვერსია და დავალებად მოგვცა მოგვეძია და მოგვენიშნა  პროექტის  მიზნის   აღსაწერად ეროვნულ გეგმაში შესაბამისი  მიმართულებები და ინდიკატორები.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უწევთ სხვადასხვა დისციპლინების გაერთიანება , ამიტომ მასწავლებელმა საკვანძო კითხვების დასმით უნდა აძლევდეს მათ კვლევას სათანადო მიმართულებას. მეორე მოდულის მეორე აქტივობა გვასწავლის,  როგორ გამოვიყენოთ  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები მოსწავლეთა  მობილიზაციისთვის და პროექტში მაქსიმალურად ჩართულობისთვის.თეორიული მასალის გაანალიზების შემდეგ ხათუნამ მოგვცა პრაქტიკული დავალება: შეგვედგინეთ  სხვადასხვა სახის კითხვები და გაგვეკეთებინა  მათი პრეზენტაცია.
მეორე მოდულის მესამე აქტივობა ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეთა და მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ფორმებზე და აუცილებლობაზე. ხატუნამ ხაზი გაუსვა რომ შეფასების სწორი ფორმის მოძებნა საკმაოდ  ძნელია , მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს მოსწავლეთა შესაძლებლობები და პოტენციალი , ამავე დროს უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა და საზოგადოების ინტერესებს  . სწორედ ამიტომ პროექტის დასაწყისში , მსვლელობის დროს და დასასრულისას მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს შეფასების სხვადასხვა ფორმები .  ტერნინგის დასასრულს სწორედ შეფასების შესაძლო  ფორმების შემუშავება  გახდა ჩვენი საშინაო დავალების  თემა .

Комментариев нет:

Отправить комментарий