суббота, 2 ноября 2013 г.

მეექვსე შეხვედრა

დღევანდელი მეცადინეობა დავიწყეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომების განხილვით  . ამ თემაზე INTEL-ში მოთავსებულია მრავალფეროვანი  მასალა და თვითოეულმა მასწავლებელმა ნახა მისთვის საინტერესო და გამოსაყენი ნიმუში .

შემდეგ დეტალურად გავაანალიზეთ   მეოთხე მოდულის აქტივობები : პედაგოგიური პრაქტიკა; მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შევასრულეთ პრაქტიკული დავალება

და განვიხილეთ ჩვენი ნამუშევრები წყვილებში. 

ტრენინგის დასასრულს ჩვენ გავაკეთეთ მეოთხე მოდულის  რეფლექსია
3 რამ რაც დავიმახსოვრე: 
  • როგორ უნდა დავგეგმოთ მოსწავლის ნაშრომი ;
  • როგორ უნდა გავწეროთ პროექტის აღწერილობა; 
  • ჩემი აქტივობები დავგეგმო და გავწერო პორტფოლიოს რუბრიკის მიხედვით 
2 რამ  რაც ვისწავლე 
  • პროექტის მსვლელობის აღწერა
  • მოსწავლეების თვითშეფასების ფორმების შედგენა  
1 რამ რაც მინდა გირჩიოთ
  •  არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ განვიხილავთ  იდეალურ  პროექტებს :) !
 საშინაო დავალებად ხათუნამ გვთხოვა   შეგვექმნა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი .