1 ოქტომბერს , ყველა სერტიფიცირებული მასწავლებლის E-MAIL-ზე მოვიდა ელექტრონული წერილი ,რომლის ავტორი იყო ბ-ნი კახა ჟღენტი.
ბ-მა კახამ შეგვატყობინა რომ 5 ოქტომბრიდან დაიწყებოდა კორპორაცია INTEL-ის მიერ მომზადებული ტრენინგი ,, სასწავლო პროექტები- Intel Teach Program" . რომლის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებს უსასყიდლოდ გადაეცემოდა intel- ის -მულტიმედია პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ მომავალში სკოლაში განახორციელონ მაღალი ხარისხის პროექტები. შემოთავაზებულ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში მასწავლებლები შექმნიან ეფექტურ სასწავლო რესურსებს, შეიმუშავებენ განმავითარებელი შეფასების სტრატეგიებს და რუბრიკებს,ითანამშრომლობენ კოლეგებთან ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, აქტიურად ამუშავებენ თავის ვებ-გვერდზე.

ასეთ საინტერესო ტრენინგზე უარი ვერაფრით ვერ ვთქვი და აი დღეს , 12 ოქტომბერს გიზიარებთ ტრენინგის პირველი დღის შთაბეჭდილებებს :)
ჩვენი ტრენინგის ხელმძღვანელი არის რუსთაველი და არა მარტო რუსთაველი პედაგოგებისთვის კარგად ნაცნობი ხათუნა ციხელაშვილი
4 საათმა შეუმჩნევლად გაირბინა ! ტრენინგის დასასრულს ხათუნამ მოგვცა საშინაო დავალებები , რომელთა შორის პირველი იყო ამ წერილის გამოქვეყნება :)
რუსთავის #20 საჯარო სკოლას წარმოვადგენდით :
გალინა აბულაძე
და ნინო ბიძინაშვილი
დანარჩენი 9 პედაგოგი ( სულ ჯგუფი შედგება 12 მასწავლებლისგან) მუშაობს რუსთავის #2 საჯარო სკოლაში
ტრენინგის დასაწყისში, იმის შემდეგ რაც ჩვენ გავეცანით ერთმანეთს , ხათუნამ გვაჩვენა სამოტივაციო ვიდეო , რომელიც ასახავდა ინტელის პროგრამის ნათელ და დიად მომავალს :) შემდეგ ჩვენ დავიწყეთ პროექტებით სწავლების მიზნების , ამოცანების და აქტივობების დეტალური განხილვა .
ტრენინგის პირველი დღის განმავლობაში ყურადღებით გავაანალიზეთ ამ პროგრამის სამი მოდული . ახლადშესწავლილი მასალის გასამტკიცებლად შევასრულეთ რამდენიმე პრაქტიკული სავარჯიშო და გავეცანით ინტელის არქივში უკვე არსებულ , ძალიან საინტერესო პროექტებს .
4 საათმა შეუმჩნევლად გაირბინა ! ტრენინგის დასასრულს ხათუნამ მოგვცა საშინაო დავალებები , რომელთა შორის პირველი იყო ამ წერილის გამოქვეყნება :)
ველი კომენტარებს ხათუნასგან და ჩემი კოლეგებისგან !
Комментариев нет:
Отправить комментарий